ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

The Sun: თუ, კვარას იყიდიან იუნაიტედში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წამყვანი ევროპული გამოცემები წერას განაგრძობენ. იტალიური, ესპანური და ბრიტანული ტაბლოიდები ქართველი ფეხბურთელის მიმართ ქებით არ იღლებიან.

ამჯერად „კვარას“ შესახებ სტატიას ბრიტანული The Sun-ი აქვეყნებს და ხვიჩას ჯორჯ ბესტს ადარებს. ასევე ამტკიცებს, რომ მისი შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ არის დაინტერესებული.

The Sun - თუ, კვარას იყიდიან იუნაიტედში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედი ჯორჯ ბესტის დაბრუნებას იხილავს, თუ ისინი ნაპოლის საოცრებას ხვიჩა კვარაცხელიას გაიფორმებენ.

22 წლის კვარაცხელია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას, თავისი საოცარი გამოსვლებით ანათებს. ატალანტასთან განსაცვიფრებელი გოლის შემდეგ, ინტერის ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ მასზე თქვა:

„მის მიერ გატანილი გოლი სიგიჟე იყო“.

ტიერი ანრიმ კი CBS Sports-ის ეთერში აღნიშნა:

„თუ, კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედში წავა, იქ ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება. მას შეუძლია პრესინგი, ბურთის დაჭერა, პასის გაკეთება, ის ხედავს მოედანს, ის უბრალოდ სრული პაკეტია. იმედია ეს ყველაფერი გაგრძელდება და ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებენ.

თუ, ნაპოლი სერია A-ს ვერ მოიგებს ეს სიგიჟე იქნება, რადგან მათ დიდი ფორა აქვთ. მათი მხრიდან ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ნამდვილი სიგიჟე იქნება“.

ნაპოლი ჩემპიონატის სათავეშია და 18 ქულით ლიდერობს. ისინი 1990 წლის შემდეგ, პირველი ტიტულის მოგებას უმიზნებენ. მაშინ ნეაპოლელები არგენტინელმა ლეგენდამ დიეგო მარადონამ შთააგონა. ახლა მათ ცოტა ხნის წინ, ხვიჩას „კვარადონა“ შეარქვეს.

ქართველმა ამ სეზონში 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი ლივერპულის წინააღმდეგ შედგა, როდესაც ნაპოლიმ წითლები გაანადგურა (4-1). კვარაცხელიამ კი ლივერპულის დაცვის წინააღმდეგ გაიბრწყინა.

მანჩესტერ იუნაიტედს კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლაში კონკურენციას რამდენიმე კლუბი გაუწევს. მათ შორის არიან ნიუკასლი, პსჟ, ჩელსი და მადრიდის რეალი“. - წერს ბრიტანული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარა-ლეაო დიდებული დუელი იქნება, მატჩის ბედს ფლანგები გადაწყვეტენ
Gazzetta: კვარა-ლეაო დიდებული დუელი იქნება, მატჩის ბედს ფლანგები გადაწყვეტენ