ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

დინამო 4-5 მილიონს მოითხოვს | იტალიურ პრესაში მექვაბიშვილზე წერენ

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელის, ანზორ მექვაბიშვილის „ბოლონიაში“ ტრანსფერის შესახებ იტალიურ პრესაში კიდევ ერთხელ დაიწერა. Tuttobolognaweb-ის ინფორმაციით, დადასტურებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „როსობლუ“ ქართველი ნახევარმცველით ინტერესდება.

„ბოლონია მისი, როგორც საყრდენი ნახევარმცველის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა, მაგრამ დინამო თბილისი 4-5 მილიონს მოითხოვს. ბოლონიას გარდა, მას სასუოლოც აკვირდება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილი საყრდენის პოზიციაზე ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მან „ჯვაროსნების“ რიგებში 7 მატჩი ჩაატარა. მას „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

ცნობისთვის, მექვაბიშვილის გარდა, იტალიურ კლუბებს გიორგი მოისწრაფიშვილიც დაუკავშირეს. რამდენიმე უცხოური გამოცემის მიხედვით, მოისწრაფიშვილი რამდენიმე ცნობილი კლუბის რადარზე იმყოფება, რომელთა შორის „კოპენჰაგენი“, „ტულუზა“, „ლუდოგორეცი“, „სასუოლო“ და „ბაზელი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზუსტად ამას ჰქვია ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო“ - ჩერჩესოვი ხვიჩაზე
„ზუსტად ამას ჰქვია ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო“ - ჩერჩესოვი ხვიჩაზე