ბარსელონა, მადრიდის რეალი, პედრი
Aa
Aa

პედრის თამაში გამოირიცხა - ბარსა რეალს დანაკლისით ხვდება

ესპანური Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებას გამოტოვებს. წყაროს ცნობით, პედრის ელ-კლასიკოში თამაში თითქმის გამორიცხულია, „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს, უდიდესი ალბათობით პედრი გუნდს ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

20 წლის პედრიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის საწყის 21 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა შემდეგ კუნთის ტრავმის გამო ლა ლიგის გასული 4 ტური გამოტოვა. პედრის 16 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, გუნდურ სავარჯიშო პროცესს 13 მარტს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმამ კვლავ შეაწუხა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მის გარეშე ჩაივლის.

ლა ლიგაში 25 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 65 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „რეალს“ 9 ქულით უსწრებს.

26-ე ტურში „ბარსელონა“ „სამეფო კლუბს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 20 მარტს გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარეზი: კიმი და კვარა გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები გახდნენ
ბარეზი: კიმი და კვარა გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები გახდნენ