ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე, ფრანკო ბარეზი
Aa
Aa

ბარეზი: კიმი და კვარა გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები გახდნენ

ჩემპიონთა  ლიგის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 1/4-ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „მილანი“ იქნება.

„როსონერის“ ცოცხალმა ლეგენდამ ფრანკო ბარეზიმ, რომელიც ამჟამად კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს, მეტოქეზე და თავის გუნდზე ისაუბრა:

„მოხარულები ვართ აქ ყოფნით და ვამაყობთ იმ გზით, რაც ტურნირზე გავიარეთ. ჩემპიონთა ლიგა ემოციებსა და სტიმულს გაძლევს. ჩვენ წინ იტალიური დერბი გველის და ბოდიში ნაპოლისთან, მათ დიდ პატივს ვცემ და საოცარ სეზონსაც ატარებენ, მაგრამ ჩვენ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ და შევეცდებით მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

იტალიურ გუნდებთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ ტურნირზე წინ წასვლა, თუ გსურს ყველას უნდა მოუგო.

ოსიმენი? მისი მეურვეობის დროს არა ბურთს, არამედ მას უნდა ვუყუროთ. ის ძალიან ძლიერია და მას სივრცე უნდა გავუკონტროლოთ, მაგრამ ნაპოლის ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ.

კიმი ძალიან კარგი მცველია. ის კარგი შენაძენია, ისევე როგორც კვარაცხელია. ისინი გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები გახდნენ“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი 4 აპრილს „სან სიროზე“ გაიმართება, განმეორებითი კი ნეაპოლში 18 აპრილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია