მან. იუნაიტედი VS სევილია - ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა
UEFA-ს კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში „მან. იუნაიტედის“ მეტოქე ესპანური „სევილია“ იქნება, ტურინის „იუვენტუსისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება, ლევერკუზენის „ბაიერი“ - ბელგიურ „სენ-ჟილის“, ხოლო „ფეიენორდის“ მეტოქე ჟოზე მოურინიოს „რომა“ იქნება.
მან. იუნაიტედი - სევილია
ლევერკუზენის ბაიერი - უნიონ სენ-ჟილი
იუვენტუსი - ლისაბონის სპორტინგი
ფეიენორდი - რომა
მეოთხედფინალური შეხვედრები 13 აპრილსა და 20 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალური მატჩები 11 მაისსა და 18 მაისს ჩატარდება.
რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, ფეიენორდისა და რომას წყვილში გამარჯვებული ლევერკუზენის ბაიერსა და უნიონ სენ-ჟილს შორის მოგებულს შეხვდება. მანჩესტერ იუნაიტედი სევილიას დამარცხების შემთხვევაში იუვენტუსისა და ლისაბონის სპორტინგის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
UEFA-ს კონფერენს ლიგის ფინალი 21 მაისს, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.