გიორგი გოჩოლეიშვილი, გეორგი სუდაკოვი
Aa
Aa

„პოტენციალს მალე გამოავლენს“ - შახტარის ფეხბურთელი გოჩოლეიშვილზე

დონეცკის „შახტარისა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა უკრაინულ Tribuna-სთან ინტერვიუში გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მალე ქართველი ფეხბურთელი პოტენციალს გამოავლენს.

„ბიჭები, რომლებიც გუნდს ზამთარში შეუერთდნენ, უპირველესად კარგი ადამიანები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდში მოთამაშეები ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ჩვენს გუნდში მოვიდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას ევროპა ლიგაზე არ უთამაშია, ეს ცოტა რთულია მისთვის, მაგრამ დარწუნებული ვარ, რომ მალე პოტენციალს გამოავლენს“.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. მან უკრაინულ გუნდში ჯერ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „მინაისთან“ 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ამპლუით მარჯვენა მცველმა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თავი კარგად წარმოაჩინა.

ვილი სანიოლმა მონღოლეთთან (25 მარტი) და ნორვეგიასთან (28 მარტი) გასამართი მატჩებისთვის გიორგი გოჩოლეიშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები