ქუთათელაძე UFC-ის უბრუნდება - ქართველის მეტოქე ცნობილია
MMA-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. შვედური გამოცემა frontkick-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გურამი 10 ივნისს UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე იჩხუბებს.
ივნისში UFC-ის საღამოს კანადა უმასპინძლებს. ქუთათელაძე ადგილობრივ ჯონ მაკდესს დაუპირისპირდება.
მაკდესმა UFC-ში 19 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 11 მოიგო და 8 დათმო.
რაც შეეხება გურამს, მის ანგარიშზე MMA-ში 12 მოგება და 3 მარცხია.
შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე 21 იანვარს, UFC 283-ზე ბრაზილიელ ტიაგო მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა. ქართულ-ბრაზილიური დუელი რიო დე ჟანეიროში უნდა გამართულიყო. ქუთათელაძის გადაწყვეტილების შემდეგ, UFC-ის პრომოუტერებმა მოიზესისთვის ახალი მეტოქის მოძიება დაიწყეს.
ქუთათელაძემ მოიზესთან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იჩხუბა. ამჯერად მას კონდიციები სრულად აღიდგინა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება.