მარადიშვილის მამამ ყველაფერი უარყო | დოკუმენტების გაფორმება არ მიმდინარეობს
დღეს, რუსულ პრესაში დაიწერა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველი, კონსტანტინ მარადიშვილი მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს. ეს ინფორმაცია RB Sport-მა გაავრცელა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იყო.
რამდენიმე წუთის წინ, ამ საკითხს სტატია РИА Новости Спорт-მა მიუძღვნა და გვაუწყა, რომ მარადიშვილის გეგმებში საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ შედის. РИА Новости Спорт-ი ფეხბურთელის მამის სიტყვებს ავრცელებს. კობა მარადიშვილი ირწმუნება, რომ მისი შვილი მოქალაქეობის შეცვლისთვის საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესში არაა და სხვა ნაკრებში თამაშს არ განიხილავს.
ცნობისთვის, კონსტანტინე მარადიშვილი 2000 წლის 7 თებერვალს მოსკოვში დაიბადა და ადგილობრივი ცსკა-ს აღზრდილია. სხვადასხვა დროის განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელი რუსეთის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების ღირსებას იცავდა, ეროვნულ გუნდი თამაშის შესაძლებლობა კი არ მისცემია.
მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.