საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია - ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 20 წლის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მატჩებისთვის პირველად მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები