„აზარამდე კიდევ ბევრი მიკლია“ - ხვიჩა აინტრახტთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი ლუჩანო სპალეტის გუნდმა 5:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან გავლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა კვარამ:
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ „ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ამ სტადიაზე ლუჩანო სპალეტის გუნდის მეტოქე 17 მარტს, სპეციალურ კენჭისყრაზე გაირკვევა.