ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„10 ნომერი? თავად დიეგომ თქვა, ეს რკინის მაისურია“ - მარადონას ყოფილი მენეჯერი

ლეგენდარული დიეგო მარადონას ყოფილმა მენეჯერმა სტეფანო სეჩიმ რადიო Marte-ს ეთერში ამჟამინდელი „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

სეჩიმ თავისი მოსაზრება დააფიქსირა კვარასთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემასა და მისი სატრანსფერო ღირებულების შესახებ.

რას ამბობს სტეფანო სეჩი:

„ნაპოლის“ სეზონის დასაწყისიდანვე ვგულშემატკივრობ, ახლა კი კლუბისთვის ისტორიული მომენტია, რადგან მალე ჩემპიონები გახდებიან, მათ დიეგოს სული მფარველობს... ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ მარადონა ცოცხალი იქნებოდა, ვერც „ნაპოლი“ და ვერც არგენტინის ნაკრები ვერაფერს მოიგებდნენ. ახლა არგენტინა მსოფლიოს მწვერვალზეა, მალე კი „ნაპოლი“ იტალიურზე იქნება. სპალეტის „ნაპოლის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო გუნდის ერთიანობაა, იგივე იყო 1987 წელსაც.

უნდა მიიღოს თუ არა კვარაცხელიამ 10 ნომერი? არა! ეს ნომერი ხელშეუხებელია. თავის დროზე, დიეგომ თქვა, რომ ეს რკინის მაისური იყო, რადგან მის შემდეგ 10 ნომერი საკმაოდ მძიმე სატარებელია. ვნახეთ, თვით მესიმ როგორ მძიმედ განიცადა დიეგოს მემკვიდრეობა.

კვარას ფასი? ვფიქრობ, 100 მილიონზე მეტი ღირს. ზაფხულში როგორც მასზე, ისე ოსიმენზე შემოთავაზებები აუცილებლად იქნება, მაგრამ მგონია, რომ „ნაპოლი“ მინიმუმ 1 სეზონით კიდევ შეძლებს ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა საოცარ სეზონს ატარებს“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარა საოცარ სეზონს ატარებს“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა