„კვარა საოცარ სეზონს ატარებს“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი ლუჩანო სპალეტის გუნდმა 5:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მცველმა, მარიო რუიმ ორმატჩიანი დუელი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
რა თქვა მარიო რუიმ:
ვიცით, როგორ არის სამყარო მოწყობილი და კარი, რომელიც ჩვენთვის იღება. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის იმპულსით. ინდივიდუალისტებისთვის თამაში მარტივი ხდება, როდესაც გუნდიც ძლიერად თამაშობს. იღბლიანები ვართ, როდესაც ასეთი ძლიერი შემადგენლობა და გულშემატკივრები გვყავს.
კვარა? მას წარმოუდგენელი სეზონი აქვს. მისი გადმოსვლის დღიდან ვხედავდი როგორი მოთამაშე იყო და როგორი შეუძლია გახდეს. მას საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს. ამ შემთხვევაში, გუნდის დამსახურებაც დიდია, რადგან სწორედ ეს გუნდი აძლევს ფეხბურთელებს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალური კუთხით თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
მადლობა გულშემატკივრებს. მათ ვეტყვი, რომ ჩვენი მხარდაჭერა განაგრძონ, რადგან მათთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ „ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ამ სტადიაზე ლუჩანო სპალეტის გუნდის მეტოქე 17 მარტს, სპეციალურ კენჭისყრაზე გაირკვევა.