ლუჩანო სპალეტი, ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

გლასნერი: ნაპოლი ბაიერნის დონეზეა, ჩვენთვის ძალიან ძლიერები არიან

„აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ილივერ გლასნერმა „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მეტოქე შეაქო.

გლასნერი სპალეტის გუნდს „ბაიერნის“ დონეზე აყენებს.

„ჩვენ შევეცადეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ნაპოლი უფრო ძლიერია. მე ვამაყობ იმით, როგორც ვითამაშეთ და ვეცადეთ. შენ შედეგი უნდა მიიღო. გიოტცესთან ერთად რამდენიმე მომენტი გვქონდა, როცა მეტის მიღება შეგვეძლო. კოლო მუანიზე არ უნდა ვისაუბროთ.

გოლები ძირითადად ჩვენი შეცდომებით გავუშვით, მაგრამ ოსიმენი შესანიშნავი იყო.

ნაპოლიმ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ისინი ევროპის ტოპ კლუბების დონეზე იმყოფებიან. მათ 30 წლის შემდეგ სკუდეტოს სახლში აბრუნებენ. ისინი წარმოუდგენლად მტკიცენი არიან. სერია A-ში ძალიან კარგად თამაშობენ, მე მათ ძალიან ძლიერ გუნდად ვხედავ. ისინი უმაღლეს დონეზე იმყოფებიან, როგორიც ბაიერნია.

5 გოლი 180 წუთში? აიაქსმა ამდენი ერთ მატჩში გაუშვა (იცინის). ნაპოლი ძალიან ძლიერია, გვინდოდა გოლი გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მათი დონე ჩვენთვის ძალიან მაღალია“.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალების წილისყრა პარასკევს 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედიის შეფასება: “ხვიჩა ძალიან ძვირფასია“
იტალიური მედიის შეფასება: “ხვიჩა ძალიან ძვირფასია“