ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, აინტრახტი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური მედიის შეფასება: “ხვიჩა ძალიან ძვირფასია“

„ნაპოლიმ“ „აინტრახტს“ მეორე მატჩიც მოუგო და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. „პარტენოპეიმ“ გერმანულ გუნდს 3:0 აჯობა. დუბლი შეასრულა ვიქტორ ოსიმენმა, ხოლო ერთი გოლი ზიელინსკიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია სპალეტიმ 74-ე წუთზე შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. იტალიურმა მედიამ კი მისი თამაში ასე შეაფასა:

Tuttonapoli:

„გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ რამდენჯერმე ახლოს იყო. ამდენი ცრემლით ის „ნაპოლისთვის“ ძალიან ძვირფასია. კევინ ტრაპმა მას ორ სახიფათო მომენტში აჯობა და ამის გამო გერმანელი მეკარეც უნდა შევაქოთ.“

Calcionapoli24:

„კვარაცხელია ბევრ ხიფათს ქმნიდა, მაგრამ მომენტები ვერ დააგვირგვინა. პირველი შესაძლებლობა მოუმზადებელი დარტყმით გააფუჭა. მეორე თვითონ შექმნა, მაგრამ ტრაპმა ახლო კუთხე დაუკეტა. მესამე ყველაზე მკაფიო იყო, მაგრამ „აინტრახტის“ მეკარემ ბრწყინვალედ მოიგერია. ტრაპმა პირადი დუელის მოგებით სიამოვნება მიიღო.“

ხვიჩას ყველა მომენტი „აინტრახტთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: მეორე ტაიმში კვარასა და პოლიტანოს ესმოდათ რა იყო საჭირო
სპალეტი: მეორე ტაიმში კვარასა და პოლიტანოს ესმოდათ რა იყო საჭირო