სპალეტი: მეორე ტაიმში კვარასა და პოლიტანოს ესმოდათ რა იყო საჭირო
ლუჩანო სპალეტიმ „აინტრახტთან“ გამარჯვებისა (3:0) და „ნაპოლის“ ისტორიის დაწერის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა:
„ეს შესანიშნავი შედეგია. გუნდთან და ქომაგებთან ერთად აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია, რომ საქმისადმი ის დამოკიდებულება შევინარჩუნოთ, რომელიც დღეს საღამოს გვქონდა. საწყისი წუთებიდან ისე ხარისხიანად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ თითქმის არაფერი დაგვითმია. გონივრულად ვითამაშეთ.
გუარდიოლამ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი გვიწოდა? ვამაყობ თუ არა ამით? არა, ეს მე არაფერს მაძლევს. ეს პატარა თამაშია, სადაც თქვენ ერთმანეთზე ზეწოლას ახდენთ, ამას ყველა აკეთებს, ასე რომ ჩემთვის ეს სიტყვები სიამაყის განცდას არ ტოვებს. რას აკეთებს ნაპოლი, რომ სიტის წინააღმდეგობა გაუწიოს? კლუბი, რომელიც გუნდის შესაქმნელად 900 მილიონს ხარჯავს? და ჩვენ მხოლოდ ცხრას. ჩვენ პატარა თამაშს ვთამაშობთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.
ნაპოლის აქამდე მეოთხედფინალშია არასდროს უთამაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს დიდ მიზანს მივაღწიეთ, რაც სულაც არ ყოფილა ადვილი.
ოსიმენი? ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ხანდახან აქვს სოლო ინტერპრეტაციები და იგი ჩვენ შესანიშნავ შესაძლებლობებს გვაძლევს. მას გუნდთან ურთიერთობა შეუძლია და ამას კარგად აკეთებს.
პირველ ტაიმში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა. მეტოქეს შესაბამისად ვერ ვბლოკავდით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, რადგან კვარასაც და პოლიტანოსაც ესმოდათ, რომ უკან უნდა ჩამოსულიყვნენ, მოედნის სიღრმეში, ასე ლობოტკასთან ნახევარმცველი იდგა და მეტი შანსის შექმნის საშუალება იყო. ასე რომ, ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით.
მეტოქე დღეს სხვაგვარად გვეთამაშა, ისინი გველოდნენ და უფრო მეტი ზეწოლა ჰქონდათ.
გვაქვს თუ არა უპირატესობა მეოთხედფინალში მეტოქეებთან? არა, არა, ეს თქვენ გააკეთეთ, ჩვენ მეტოქეს მოვერგებით.
ჩვენ ისტორიულ ეტაპს მივაღწიეთ და ქომაგები ბედნიერები არიან. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ იმ დონეზე, სადამდეც მივაღწიეთ“.
- განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალების წილისყრა პარასკევს 15:00 საათზე გაიმართება.