გიორგი შერმადინი, ტენერიფე, ტედ მაკფადენი, მურსია
Aa
Aa

მაკფადენი შერმადინის წინააღმდეგ - მურსიამ ტენერიფეს მოუგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მურსიამ“ „ტენერიფეს“ უმასპინძლა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ორივე გუნდში ქართველი კალათბურთელები თამაშობენ.

„მურსიაში“ რატი ანდრონიკაშვილი და ნატურალიზებული ტედ მაკფადენი, ხოლო სტუმართა რიგებში გიორგი შერმადინი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 82:67 დასრულდა.

მაკფადენი და შერმადინი სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ. შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება მაკფადენს, ტედმა არასრულ 25 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. რატი ანდრონიკაშვილი კი პარკეტზე არ გვინახავს.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ტენერიფეს“ 9 ქულა დარჩა და პლეი-ოფში მაინც გავიდა. „მურსია“ კი 8 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები