ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

ჯუნტოლი: კვარას 3 წელი ვაკვირდებოდით, მან მოლოდინს გადააჭარბა

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. როგორ აკვირდებოდნენ ისინი ქართველს და როგორ ისარგებლეს ომის დაწყების შემდეგ.

„გარკვეული დროის განმავლობაში, მისი თვისებების შესახებ ყველაფერი აშკარა გახდა. ჩვენ კვარას 3 წელი ვაკვირდებოდით. ის მოედანზე უკვე აკეთებდა მნიშვნელოვან რაღაცებს, მაგრამ ამას ცოტათი უფრო ბავშვივით აკეთებდა.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება დაიკლებდა და თან სხვა გუნდები მას ვერ შეამჩნევდნენ.

ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და სამწუხაროდ, ვისარგებლეთ ომის დაწყებით და ვიმოქმედეთ. ბიჭი ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დიდი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ რასაც ახლა იგი აკეთებს, ეს გაცილებით მეტია ამას მოველოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი შევიძინეთ“.

- ციტირებს ჯუნტოლის სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა, ახლა კი ნეაპოლელები მას 100 მილიონზე მეტად აფასებენ. და ესმ მხოლოდ ნახევარი სეზონის გასვლის შემდეგ ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს
მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს