ზედიზედ მეორედ - დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია
რუმინეთში გამართულ ბერძნოულ-რომაულ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.
ოქროს მედალს, 67კგ კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძე დაეუფლა, რომელმაც ფინალში თურქი მუსტაფა საფა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დიეგო ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ცნობისთვის, რუმინეთში ბრინჯაოს მედალს 72კგ კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე და საბა მამალაძე(82კგ) დაეუფლნენ.
ასევე გეტყვით, გუშინ ვერცხლის მედლები გიორგი შოთაძემ(63კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა(130კგ) მოიპოვეს.