სალომე ხუბულური
Aa
Aa

“პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“ - ხუბულურმა ბოლო ორი მატჩი შეაფასა

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა ისრაელთან გაიმართა, რომელიც „ჩვენებურებმა“ უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დათმეს, ხოლო მეორე დაპირისპირება შოტლანდიასთან შედგა და სამწუხაროდ საქართველო 0:4 დამარცხდა.

აღნიშნულ ორ მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი სალომე ხუბულური CrystalSport-ს ესაუბრა.

რა თქვა ხუბულურმა?

„დავიწყებ პირველი მატჩით. ისრაელი საკმაოდ სწრაფ, კარგად ორგანიზებულ და სწორ ფეხბურთს თამაშობდა. აქ ჩვენზე ადრე იყვნენ ჩამოსულები. დასვენებული და ადაპტაცია გავლილები, რა თქმა უნდა ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ჩვენ ვერ მოვასწარით ადაპტაცია და ძალების აღდგენა. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმაში, რის გამოც დავმარცხდით.

რაც შეეხება შოტლანდიას, შოტლანდია ყველა კომპონენტში ძალიან კარგი გუნდია. პირველი თამაშისგან განსხვავებით, გოგოებმა მეორე თამაში საგრძნობლად კარგად ითამაშეს და მადლობა მათ ამისთვის. ცალკე თემაა მსაჯები, რომლებიც ორივე თამაშში საშინლად მსაჯობდნენ და ეს ყველასთვის ცნობილია, რომ რატომღაც ჩვენს მიმართ დადებითად განწყობილი არასდროს არიან.

წაგება არავის უხარია და რა თქმა უნდა, არავის ვაბრალებ. არც თავს ვიმართლებ. რა თქმა უნდა, ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, უბრალოდ ფაქტს ვუსვამ ხაზს, რომ ძალიან ცუდად იმსაჯეს. მადლობა ჩემს სტაფს და ძალიან დიდი მადლობა გოგოებს! თავი არავის დაუზოგავს და 90 წუთი იომეს.“

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე დამაჯერებლად მოიგო. (5:0, 4:0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხატია ჭყონია: “თურქეთში მომხდარის დავიწყებას ვცდილობ“
ხატია ჭყონია: “თურქეთში მომხდარის დავიწყებას ვცდილობ“