მაროტამ დაადასტურა - ინტერი ლუკაკუს არ გამოისყიდის
როგორც მოგეხსენებათ, რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ იჯარის წესით თამაშობს. აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები მისი გამოსყიდვის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს ბელგიელი თავდამსხმელი „არისტოკრატებში“ დაბრუნდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ინტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ისაუბრა.
რა თქვა მაროტამ?
„ლუკაკუს იჯარა 1 სეზონისთვის იყო გათვალისწინებული. ასე რომ, 30 ივნისს ის კვლავ „ჩელსის“ ფეხბურთელი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად კარგად თამაშობს ის „ინტერში.“
ჩვენ უპრეცედენტო სეზონი გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრი კლუბის გეგმა არია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ამ ყველაფერმა პრობლემები შეგვიქმნა. ფეხბურთელები მუნდიალიდან ცუდ ფორმაში დაბრუნდნენ და ლუკაკუ სწორედ ამის მაგალითია. იგივე შეიძლება ითქვას ბროზოვიჩზე.
ლუკაკუ დღემდე ვერ შევიდა სასურველ ფორმაში. ის საუკეთესო ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობს. დღეს, რომელუ ის ფეხბურთელი არ არის, რომელსაც წლების განმავლობაში ვხედავდით. ამიტომ, მას უნდა დავემშვიდობოთ.“
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 18-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.