17-წლამდე გოგონათა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და სამწუხაროდ უშანსოდ, 0:4 დამარცხდა.

შოტლანდიელი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და სალომე ხუბულურის გუნდს მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

მასპინძლებმა ქართველი გოგონების კარში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებისთანავე გაიტანეს. თავი ლორა ბერიმ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს სალომე ხაჭაპურიძის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად რებეკა ტეილორმა შეასრულა და შოტლანდიამ თამაშის პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში, 71-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში მეისონ კლარკმა მესამე გოლი გაიტანა, 90-ე წუთზე კი ლორა ბერიმ დუბლის შესრულება შეძლო და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ისრაელს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. შესაბამისად, სალომე ხუბულურის გუნდმა ქვე-ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება შოტლანდიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ჯგუფი ორიდან ორი მოგებით დაასრულა, მეორე ადგილზე კი 3 ქულით ისრაელი გავიდა, რომელმაც პლეი-ოფიდან ეცდება ევროპირველობაზე მოხვედრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს