ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ყველა გარემარბისგან განსხვავდება“ - დი კანიომ კვარა შეაქო

„ლაციოს“, „მილანის“, „ნაპოლისა“ და „ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით აღტაცება კიდევ ერთხელ გამოხატა. დი კანიოს სიტყვები Il Mattino-მ გაავრცელა და იტალიელმა ლეგენდამ განაცხადა, რომ „კვარა“ სხვა გარემარბებისგან ძალიან განსხვავებულია.

„ჩვენ წინაშეა სპორტსმენის ვერსია - 3.0. მომავლის ფეხბურთელი. კვარას აქვს უნარი, იდეალურად აღიქვას მეტოქეები და მათი ფეხები როგორ არიან განლაგებული. ატალანტასთან გატანილი გოლისას, დავინახეთ, რომ დროის ნახევარი ბურთის ყურებაში, მეორე ნახევარი კი მოწინააღმდეგეების ყურებაში გაატარა.

ხვიჩას ქმედებებში ჩემს თავს ვხედავ ხოლმე, მაგრამ ძალიან ვიკარგები. კვარაცხელია სილამაზისა და სიმტკიცის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს. ის ყველა გარემარბისგან განსხვავებულია, რადგან მეტოქეთა კარის წინ შეუბრალებელია“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“