ზომერმა პირობა შეასრულა | დე ლიხტს 700 კგ შოკოლადი უყიდა
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, იან ზომერმა პირობა შეასრულა და მატიას დე ლიხტს 700 კილოგრამი შოკოლადი უყიდა. „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ შეხვედრაში, ნიდერლანდელმა მცველმა ზომერის შეცდომა გამოასწორა, ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, როცა ანგარიში 0:0 იყო.
საფინალო სასტვენის შემდეგ, ზომერმა პირობა დადო, რომ დე ლიხტს გარჯას დაუფასებდა და 700 კილოგრამ შოკოლადს უყიდდა. 34 წლის გოლკიპერმა სიტყვა არ გატეხა და შვეიცარიული კომპანიის, Kägi-ის შოკოლადის ფილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი მიუნხენში გაგზავნა.
Yann Sommer kept his promise and brought a truck with 700kg of chocolate bars from Swiss manufacturer Kägi to Munich. But instead of sending it to Matthijs de Ligt, the chocolate was donated 'Münchner Tafel', a charity in Munich [@tzmuenchen] ???? Kägi pic.twitter.com/XXgFELzrJg
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) March 14, 2023
BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ ვერ მიიღო უფლება, რომ შოკოლადით სავსე სატვირთო ოფიციალურად ჩაებარებინა. მიუნხენელების ნაცვლად, ტკბილეული საქველმოქმედო ორგანიზაციას, „ტაფელს“ გადასცეს, რომელიც მას ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დაურიგებს.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ორივე შეხვედრა მოუგო. „რეკორდმაისტერმა“ სტუმრად გამართულ მატჩში 1:0 იმარჯვა, საკუთარ კედლებში კი მეტოქე 2-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა - 2:0.