„ევროპაში ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - ანრი და კარაგერი კვარაზე
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ და „ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა CBS Sports-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ შანსებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.
ჯეიმი კარაგერი:
კვარაცხელია ბოლო პერიოდში ევროპის მასშტაბით ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია. არ ვამბობ, რომ საუკეთესოა, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი ნამდვილად არის, რომელიც ფაქტობრივად არსაიდან მოვიდა. მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს. ნახეთ როგორი გოლი გაიტანა გასულ უქმეებზე? საოცარი.
ტიერი ანრი:
რას ველი კვარაცხელიასგან? აბსოლუტურად ყველაფერს. მას კარგად შეუძლია მეტოქეზე ზეწოლა, ბურთის დაჭერა, პასი... აქვს ოსიმენთან საოცარი კავშირი... სწორედ ამიტომ უგებენ ისინი ერთმანეთს ასე კარგად. ეს სრული პაკეტია. იმედია ასე გააგრძელებენ და ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ. მაგრამ თუ ვერ შეძლებენ, შიდა ჩემპიონატში სხვა გუნდებთან შექმნილი სხვაობაც სიგიჟე იქნება. როდესაც „ნაპოლის“ თამაშს ვუყურებ, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ისინი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.