„დაიმახსოვრეთ ეს სახელი“ - გარი ლინეკერი ხვიჩაზე
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. ლინეკერი New York Times-ის ჟურნალისტის, რორი სმიტის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, „კვარასთან“ ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი. ის იმდენად მაგარია, რომ საბოლოოდ ყველას გვეცოდინება, მისი სახელი და გვარი როგორ წარმოითქმის“, - დაწერა ლინეკერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
Remember the name. He’s that good that eventually we’ll all know how to spell it. https://t.co/42KawMRVVi
— Gary Lineker ???????? (@GaryLineker) March 14, 2023
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.