ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუტი ერნანდესის საჩუქარი მიიღო. „რეალის“ ლეგენდამ „კვარას“ საკუთარი მაისური გაუგზავნა და მასზე მესიჯიც დატოვა. გუტის საჩუქარი ნეაპოლში El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ნიკო როდრიგესმა ჩაიტანა, თუმცა ხვიჩასთან შეხვედრის პირველი მცდელობა მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

როდრიგესი „კვარას“ „ნაპოლის“ საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდა და როცა ავტომობილით მომავალი ხვიჩა დაინახა, სცადა, გაეჩერებინა, რათა საჩუქარი გადაეცა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და კვარაცხელიამ გზა განაგრძო. საბოლოოდ, ქართველი შემტევი ნიკო როდრიგესს „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა.

გუტის მაისურს რაც შეეხება, ესპანელმა ლეგენდამ მასზე ასეთი შინაარსის წარწერა დატოვა: „მადლობა, რომ ჩემი ფეხბურთი შეგიყვარდა. შენი თამაში ფეხბურთს ბევრ ბავშვს შეაყვარებს“. გუტიმ „კვარას“ წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ: „იმედია, მაისური მოგეწონა და ოცნებები აგიხდება. რეალში გელოდები და იმედია, მალე შევხვდებით“.

მაისურისა და წერილის მიღების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა გუტის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „არ ვიცი, რა ვთქვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაზე ვოცნებობდი. კიდევ ერთხელ, მადლობა მაისურისთვის და წერილისთვის. გუტისთვის საჩუქარი მეც მაქვს და აუცილებლად გავუგზავნი. ფეხბურთის ლეგენდა ხარ და დიდი მადლობა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს მაგარი პასები | გოგას სათამაშო დრო არ მისცეს
მამუს მაგარი პასები | გოგას სათამაშო დრო არ მისცეს