“წარმოუდგენელი ბიჭი, უზარმაზარი ნიჭით“ - გუარდიოლამ ემოციები ვერ დამალა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც გერმანულ გუნდს 5 გოლი გაუტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.
გუარდიოლა:
„ეს მართლაც კარგი მატჩი იყო პირველიდან ბოლო წუთამდე!! ბურთით და მის გარეშე შესანიშნავად ვთამაშობდით. უამრავი გოლი გავიტანეთ და ჰოლანდი საოცარი იყო!! 5 გოლი 60 წუთში.. ის წარმოუდგენელი ბიჭი, რომელსაც უზარმაზარი ნიჭი აქვს. ძალა, მენტალიტეტი, ის სულით გამარჯვებულია.
ჩვენ აქ „რეალის“ წინააღმდეგ 4 გავიტანეთ, 5 „მონაკოსთან“ და 4 „ტოტენჰემთან“, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოვვარდით, რადგან ბევრ გოლს ვუშვებდით. ეს კომპონენტი აუცილებლად შეიცვლება და დაცვას გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა. დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს ასეთი მაგიური საღამოსთვის.“
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. ცნობისთვის, გუარდიოლას გუნდის გარდა მეოთხედფინალში „ინტერი“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „მილანი“ და „ჩელსი“ გავიდნენ.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა