ჩემპიონთა ლიგა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, ლაიპციგი
Aa
Aa

ჰოლანდი: “არ მახსოვს როგორი გოლები გავიტანე“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც გერმანულ გუნდს 5 გოლი გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდი:

„ეს დიდი ღამეა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით ძალიან ვამაყობ. ყველამ იცის, რომ ეს ტურნირი მიყვარს. 5 გოლი გავიტანე და 7:0 მოვიგეთ. ეს დიდებულია. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს როგორი გოლები გავიტანე. ახლა ჩემი გონება ცოტა ბუნდოვანია.

ზეიმის შემდეგ ძალიან დავიღალე. როდესაც დე ბრუინი მოედანზეა, „სიტი“ სულ სხვანაირად თამაშობს. გამუდმებით შეტევაში უნდა ვიყოთ და არცერთ მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. ცნობისთვის, გუარდიოლას გუნდის გარდა მეოთხედფინალში „ინტერი“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „მილანი“ და „ჩელსი“ გავიდნენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები