ჰოლანდშოუ ეტიჰადზე - 5 გოლი და განადგურებული ლაიპციგი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც გერმანულ გუნდს 5 გოლი გაუტანა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ლეო მესისა და ლუის ადრიანოს შედეგი გაიმეორა. სხვადასხვა დროს აღნიშნულმა ფეხბურთელებმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 5-5 გოლი გაიტანეს.
5 - Erling Haaland is the third player to score five goals in a single UEFA Champions League game after Luiz Adriano in October 2014 (Shakhtar Donetsk vs BATE Borisov) and Lionel Messi in March 2012 (Barcelona v Bayer Leverkusen). Playground. pic.twitter.com/0eWf7fsxgv
— OptaJoe (@OptaJoe) March 14, 2023
„ქალაქელების“ მხრიდან დანარჩენი ორი გოლი ილქაი გიუნდოგანმა და კევინ დე ბრუინმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლამ ერლინგი 63-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ხულიან ალვარესი ჩართო შეხვედრაში.
22 წლის თავდამსხმელს კარი შანსი ჰქონდა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაეტანა და ახალი ისტორია დაეწერა. ამ რაოდენობის გოლები ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში არასდროს არავის გაუტანია.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. ცნობისთვის, გუარდიოლას გუნდის გარდა მეოთხედფინალში „ინტერი“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „მილანი“ და „ჩელსი“ გავიდნენ.