ნაპოლი, სერია ა, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მორიგი აღიარება - ხვიჩას გოლი სერი ა-ს ტურის საუკეთესოდ დასახელდა

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „ატალანტა“ დაამარცხა. პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ, რომელმაც ბერგამოელებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

ამ გოლმა მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია და უამრავი გამოხმაურება მოყვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელის შედევრი სერია ა-ს ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

რაც შეეხება „ნაპოლის“, „პარტენოპეი“ სერია ა-ში 68 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, სპალეტის შეგირდები სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტს“ შეხვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები