ხვიჩა კვარაცხელია, მასიმო მორატი
Aa
Aa

„ჯერ ადრეა, მაგრამ ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - მორატი ხვიჩაზე

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა, 77 წლის მასიმო მორატიმ Punto Nuovo Sport Show-ში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

„მათ განსხვავებული თვისებები აქვთ. ქართველი ძალიან მაგონებს ჯორჯ ბესტს, ოსიმენი კი უნიკალურია. კვარაცხელია ძლიერია, შთამბეჭდავი სითამამე აქვს. კვარას შეუძლია თუ არა ოქროს ბურთის მოგება? ეს ჯერ ადრეა, მაგრამ მას აქვს ის თვისებები, რომელთა მეშვეობით ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ოქროს ბურთის მოგებისთვის ასეთ დონეზე დიდი ხანი თამაში საჭიროა“.

მორატიმ ხვიჩას შესახებ თებერვალშიც ისაუბრა, Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ქართველის შესახებ განაცხადა:

„ქართველი შემტევი ყურადღების ცენტრშია, რადგან მის შესახებ არაფერი ვიცოდით და აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს ყოველთვის სწორად აკეთებს. ის მომენტს კარგად არჩევს და შეუძლია, გადამწყვეტი იყოს, ამ თვისებების მქონე ფეხბურთელის პოვნა კი მარტივი ნამდვილად არაა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“
„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“