Transfermarkt: “თამაშს საინტერესოდ კითხულობს, რაც მას მიმზიდველს ხდის“
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი შესაძლოა „სასუოლოში“ აღმოჩნდეს. ამასთან დაკავშირებით, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt სტატიას გვთავაზობს.
რას წერს Transfermarkt?
„ადრე კახა კალაძე იყო. თუ დღეს თქვენ საქართველოსა და სერია ა-ს შორის კავშირს ეძებთ, მინიშნება მკაფიო და ხმამაღალი იქნება - ხვიჩა კვარაცხელია. ბრწყინვალე „ნაპოლის“ მამოძრავებელი ძალა!
რაც შეეხება გიორგი მოისწრაფიშვილს, ის მსგავსად კვარაცხელიასი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 21 წლის „ჯვაროსანი“ Crystalbet ეროვნულ ლიგაში ზრდას განაგრძობს. მოისწრაფიშვილი თამაშს საინტერესოდ კითხულობს, რაც მას მიმზიდველს ხდის.
გიორგის კარიერაში შესაძლოა მომავალი ზაფხული დიდი ნახტომი გამოვიდეს. ის თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელთანაც აქტიური შეხება ანდრეას კრისტენსენს და ილქაი გიუნდოგანს აქვთ.“