პიკე: “მესის ევროპაში დარჩენა ყველაზე ნორმალური გადაწყვეტილება იქნება“
ახალი არავისთვის არის, რომ ლეო მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.
აქტიურად ვრცელდება ხმები ლეოს „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ხერარდ პიკემ დააფიქსირა.
პიკე:
„თავისი მომავალი მხოლოდ თვითონ იცის. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მისი პირადი ოცნება იყო. ეს ტიტული მას ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებისთვის სჭირდებოდა. ახლა ამაში ყველა დარწმუნდა. დღეიდან, რასაც ის გადაწყვეტს არის ის, თუ სად იგრძნობს თავს ბედნიერად. მისი ევროპაში დარჩენა ყველაზე ნორმალური გადაწყვეტილება იქნება.
ჩემი აზრით, „ბარსელონაში“ დაბრუნებას განიხილავს. გულშემატკივრებისთვის მისი დაბრუნება სენტიმენტალური კუთხით წარმოუდგენლად კარგი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ მესის გადასაწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა აქ ხალხი რას იტყვის. მხოლოდ მისი გრძნობები და მოტივაციაა მნიშვნელოვანი.“
შეგახსენებთ, რომ პიკესა და მესის ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი ბართომეუს არწმუნებდა, რომ ლეო გუნდში საჭირო აღარ იყო და მისი წასვლის შემთხვევაში კლუბი ფინანსურად გაიმართებოდა. ეს ამბავი კი მესიმდე მივიდა და მას შემდეგ პიკესთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.