მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

იანს ორი ტრავმა ჰქონდა | უკეთესი იქნებოდა ჩხუბზე უარი ეთქვა

UFC-ის მებრძოლმა, რაფაელ ფიზიევმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. 30 წლის აზერბაიჯანელის მიხედვით, იანმა „მანქანის“ წინააღმდეგ ტრავმირებულმა იჩხუბა და დაზიანებები იმდენად აწუხებდა, რომ ბრძოლაზე უარის თქმა უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

„პიოტრს მოსამზადებელი პერიოდისას ორი სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ერთი ნატკენი ფეხი გახლდათ, მეორეზე კი არაფერს ვიტყვი და თუ იანი მოისურვებს, მასზე თავად ისაუბრებს. ტრავმებზე ლაპარაკი იმიტომაც არ მინდა, რომ თავის მართლება არ გამოგვივიდეს. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ჩხუბზე უარი გვეთქვა, მაგრამ პიოტრმა გადაწყვიტა, ხალხისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და სანახაობა ეჩუქებინა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსმა მებრძოლმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიგვანიშნა, რომ მერაბთან ჩხუბამდე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. იანმა თქვა, რომ ოქტაგონზე გასასვლელად ფიზიოთერაპია დასჭირდა და ორთაბრძოლისას გადაადგილება და დარტყმების განხორციელება უჭირდა.

ცნობისთვის, იანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მერაბისთვის ეს საუკეთესო შედეგია და მან შონ ომალი ჩამოიტოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თავისუფლება ჩემი ხელწერაა“ - ხვიჩა NEW YORK TIMES-ს ესაუბრა
„თავისუფლება ჩემი ხელწერაა“ - ხვიჩა NEW YORK TIMES-ს ესაუბრა