„თავისუფლება ჩემი ხელწერაა“ - ხვიჩა NEW YORK TIMES-ს ესაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია New York Times-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოცემის ჟურნალისტი სპეციალურად კვარას ჩასაწერად ნეაპოლში ჩავიდა და ქართველ ფეხბურთელს სასტუმრო Grand Hotel Parker’s-ის ტერასაზე შეხვდა.
ჟურნალისტი ხვიჩას თავმდაბლობით გაოცებული დარჩა. სტატიის შესავალში აღნიშნავს, რომ ერთ ეპიზოდში ხვიჩა ისე დაიბნა, რომ ვერ გადაწყვიტა სად წაეღო ხელები... ქართველი ფეხბურთელი დაძაბულად გამოიყურებოდა, ვერ პოულობდა კომფორტის ზონას, თუმცა, ყველაფერი ისე მსუბუქად წარიმართა, რომ ბოლოს თვითონვე დარჩა გაკვირვებული.
რა თქვა ხვიჩამ NYTIMES-თან:
ნეაპოლური კარიერის დასაწყისზე:
მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მეგონა. თუმცა, მალევე მომიწია გააზრება, რომ ოცნება რეალობად იქცა და საკუთარ თავში უნდა მეპოვა ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.
გულშემატკივრების მხარდაჭერაზე:
მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ეს ჩემთვის ეს საამაყოა, მაგრამ ასევე დამატებითი მოტივაცია და ინსპირაციის წყაროცაა, ასევე, დიდი პასუხისმგებლობაც. ყველა თამაშში უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც მათ შევპირდი.
სათამაშო სტილზე:
ეს თავისუფლება ჩემი ხელწერაა. სწორედ ეს არის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს. როცა ვთამაშობ, ამით ბოლომდე გატაცებული ვარ.
სპალეტისთან პირველი საუბარი:
საინტერესო საუბარი გვქონდა. მითხრა, რას მოელოდა ჩემგან და რა უნდა გამეკეთებინა გუნდისთვის. ბევრი ვისაუბრეთ დაცვაში თამაშის მნიშვნელობაზე და ასევე, როგორ უნდა შემეგრძნო გუნდური თამაშის სული. მისთვის, ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად, იტალიელი მწვრთნელები ცნობილები არიან იმით, რომ ისინი მოთამაშეებს აიძულებენ შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გამოავლინონ.
სათამაშო ასპექტებზე:
მოედანზე ყოველთვის ვთამაშობ გულით და თავდადებით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. ეს ძირითადად ვარჯიშებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ხარჯზე გამოგიმუშავდება. მე ვთამაშობ როგორც გულით, ისე ტვინით. თუ ამას არ გამოიყენებ, ვერასოდეს გაუმჯობესდები.
მეტოქეების თამაში მის წინააღმდეგ:
ვგრძნობ, რომ თამაშის დროს ჩემი ფაქტორი მოქმედებს და ეს გუნდების მხრიდან დაცვით განლაგებაზეც მეტყველებს. თუმცა, ეს არ მაწუხებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.