ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ატალანტასთან შედევრი შექმნა - კვარა ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

სერია A-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რომელმაც ბერგამოელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ხვიჩას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და Goal Italia-ს მისი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

ზემოთ ხსენებულმა გამოცემამ 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა და საუკეთესო თერთმეტეულში „ნაპოლის“ შემტევიც მოხვდა. მის გარდა, მბალა ნზოლა, არმან ლორიენტე, პაულო დიბალა, ადრიენ რაბიო, როლანდო მანდრაგორა, დომაგოი ბრადარიჩი, კიმ მინ-ჯე, ბრემერი, ვილფრიდ სინგო და ბარტლომეი დრონგოვსკი გამოარჩიეს.

„სერია A-ს ლიდერის, ნაპოლის რიგებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელის შოკისმომგვრელი ძალა სიახლეს აღარ წარმოადგენს. კვარამ ატალანტასთან მატჩი შედევრით გახსნა და ბერგამოელთა დაცვის ხაზის დამცირების შემდეგ, მეტოქის კარი აიღო“, - წერს Goal Italia.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილის წინსვლა ტოპ 15-ში | მერაბს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს
დვალიშვილის წინსვლა ტოპ 15-ში | მერაბს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს