მიქაუტაძის უგოლო მატჩი - მეცმა ლიდერთან ქულები გაიყო
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ „ლე ავრეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად თავის გამოჩენა ვერ შეძლო.
რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლები პირველ ტაიმში, მე-20 წუთზე მაზიზის გოლით დაწინაურდნენ, „ლე ავრემ“ კი წონასწორობის აღდენა მეორე ნახევრის დებიუტში, რიჩარდსონის გოლით შეძლო.
დარჩენილ დროში არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და შესაბამისად, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
27 ტურის შემდეგ „მეცი“ 45 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 18 მარტს, სტუმრად „ქუვილ რუინის“ წინააღმდეგ ელის.