ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარადონა ფეხბურთის ღმერთია, ხვიჩა კი სწორ გზაზეა“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი „აინტრახტთან“ მატჩამდე დღეს რადიო Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა ხვიჩა კვარაცხელიასა და დიეგო მარადონას შედარებაზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რა თქვა სპალეტიმ:

ის, რაც კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გვაჩვენა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ეს მარადონას სტილში გატანილი გოლი იყო. მაგრამ ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთი იყო, კვარაცხელია კი სწორ გზაზეა. მას ვიწრო სივრცეებში ბურთთან შეხების განსაკუთრებული უნარი აქვს. ვერ გაიგებ საით წავა და რას გააკეთებს. თქვენ მიწაზე დაეცემით, ის კი უკიდურესი კუთხიდანაც გააკეთებს მეწყვილეზე საგოლე გადაცემას.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ბოლოს საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს შორის მოქცეულმა მაინც შეძლო დასარწყმელი სივრცის პოვნა და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვებისკენ წაუძღვა.

ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელის. 15 მარტს, „ნაპოლი“ 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუტის მაისური გზაშია | El Chiringuito-ს ჟურნალისტი კვარას საჩუქარს ჩაუტანს
გუტის მაისური გზაშია | El Chiringuito-ს ჟურნალისტი კვარას საჩუქარს ჩაუტანს