ბარსელონა, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

სიტიში დაბრუნება არ უნდა - კანსელუს მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩენს

ჟოაუ კანსელუ „ბაიერნში“ უკმაყოფილოა. იულიან ნაგელსმანი მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილავს. პორტუგალიელ ფეხბურთელს კი ყველაზე დიდი უკმაყოფილება „პარი სენ ჟერმენთან“ სკამზე დასმის გამო ჰქონდა.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მიუნხენური გრანდი მის გამოსყიდვას არ აპირებს, ხოლო თავად კანსელუს „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნება არ სურს.

ამის პარალელურად, გამოცემა DiarioSport წერს, რომ მისი გადაბირებით კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდება. 28 წლის ფეხბურთელს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევრო გახლავთ.

„ბლაუგრანა“ კანსელუსთან ერთად ბერნარდუ სილვას გადაბირებასაც ცდილობს. აღნიშნულ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ და თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ორივე მათგანმა „ბარსელონა“ აირჩიოს, თუმცა აქ სხვა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი.

ლა ლიგის წესების მიხედვით, ჩავი ერნანდესის გუნდს ამ მომენტისთვის ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია, რადგან სახელფასო ლიმიტი შევსებულია. კატალონიურ გრანდს ბევრი სხვა პრობლემაც აქვს და შესაძლოა ამ ყველაფრის გამო ტრანსფერების განხორციელება რთული გამოდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ - დე ბრუინმა ჰოლანდი დაიცვა
“მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ - დე ბრუინმა ჰოლანდი დაიცვა