ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი: “მუნდიალზე თამაში არ მსიამოვნებდა“

გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ბელგია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, ედენ აზარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მისი საკლუბო კარიერაც ცუდად ვითარდება. ბელგიელი შემტევი სათამაშო დროს ვერ იღებს და გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე ზის.

როგორც აღმოჩნდა, ედენს კატარში გამართულ მუნდიალზე თამაში არ სიამოვნებდა და ამის მიზეზებზე ისაუბრა.

აზარი:

„ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც სათამაშო დრო სჭირდებათ. მე „რეალში“ თითქმის არ ვთამაშობ და „წითელ ეშმაკებში“ მაინც გამომიძახეს. სწორედ ამ მიზეზის გამო, მუნდიალზე თამაში არ მსიამოვნებდა. ვფიქრობ, ახალ თაობას შანსი უნდა მიეცეს.

დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერას დავასრულებდი. ჩემს გადაწყვეტილებასთან იქ განვითარებული მოვლენები არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ჩემი გაჩერების დრო იყო. პირველად ამაზე ფიქრი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავიწყე. ტერფის ტრავმა მქონდა და მეოთხედფინალში იტალიასთან ვერ ვითამაშე. ამ ფაქტმა კი მენტალურად გამტეხა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე