„რჩევას მოგცემთ: არ შეადაროთ მარადონასა და პელეს“ - ბიანკი ხვიჩაზე
„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ბიანკის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ UEFA-ს თასი (1988-89) და სერია ა მოიგო (1986-87) მოიგო.
ოტავიო ბიანკი: „ბრავო, ვინც ის მოიყვანა. ის ბედნიერი და მშვიდია, მაგრამ მისი როლი დიეგო მარადონასთან შესადარები არ ჩანს. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ არ ვიცი, თუ შესაძლებელია არგენტინელთან შედარების გაკეთება. ყველა მოთამაშეს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. არ მიყვარს შედარებების გაკეთება. ქართველმა ბრწყინვალედ დაიწყო. რჩევას მოგცემთ: წნეხში არ მოაქციოთ. არ თქვათ, რომ პელეს ან მარადონას ჰგავს“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.
სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.