პიოტრ იანი, ნიკიტა კრილოვი
Aa
Aa

„ჩემთან ჩხუბი უნდოდა, ვუთხარი, რომ ბავშვებს არ ვურტყამ“ - კრილოვი მერაბთან კონფლიქტზე

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრმა, ნიკიტა კრილოვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. კრილოვს „მანქანისა“ და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ჰკითხეს და მან მზერათა დუელისას, იანსა და დვალიშვილს შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

„ძალიან ვწუხვარ, პიოტრი ასე რომ გამოვიდა. წაგებაში საშიში არაფერი არაა, უბრალოდ დასანანია, რომ ასეთ პერსონაჟთან დამარცხდა. აწონვის ცერემონიისას, მან ჩემზე გაიწია. ვის ვგულისხმობ? მერაბ დვალიშვილს.

პიოტრსა და მერაბს მზერათა დუელი ჰქონდათ, რომლის დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დვალიშვილი იანისკენ გაიქცა და როცა დაინახა, რომ მისი გაჩერება არავინ სცადა, თავად გაჩერდა. ამ დროს, მას ინგლისურად ვკითხე: „რატომ გაჩერდი?“ ამის შემდეგ, მერაბმა ჩემი მისამართით ყვირილი დაიწყო, თითქოს ჩემთან ჩხუბი უნდოდა, რაზეც ვუპასუხე, რომ ბავშვებს არ ვურტყამ“.

შეგახსენებთ, რომ კრილოვი უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთის სახელით ასპარეზობს და მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ომს მხარს უჭერს. კვირას დილით, მან რაიან სპანი დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ, ჯერ გულშემატკივრებს დასცინა, რომლებიც „აშშ, აშშ-ს“ სკანდირებდნენ, შემდეგ კი „რუსეთი, რუსეთი“ იყვირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს
„მხოლოდ ფული გადარდებს“ - მერაბზე გაკეთებული კომენტარის გამო უაითი გააკრიტიკეს