ქოჩორაშვილი მაგარ ფორმაშია - მე-3 გოლი ბოლო 5 მატჩში
ესპანურ „კასტელონში“ გიორგი ქოჩორაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ბოლო ხუთ ტურში მესამე გოლი შეაგდო, თუმცა გამარჯვებისთვის გადამწყვეტი გოლით პირველად დაეხმარა გუნდს. „კასტელონმა“ შინ „ალკოიანო“ 1:0 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გოლი 29-ე წუთზე გაიტანა, რაც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
ესპანეთის რანგით მესამე ლიგის მეორე ჯგუფში 27 ტურის შემდეგ „კასტელონი“ 47 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ელდენსეს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ამპლუით საყრდენი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ საკუთრებაა, „კასტელონში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს. ამ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა „კასტელონში“ 26 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.