ლევან გორგაძე
Aa
Aa

მეორე მარცხი | ტოჩინოშინმა უშანსოდ წააგო

ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში 2023 წლის პირველი ბაშო მიმდინარეობს. „ჰაცუ ბაშოზე“ ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძეც ასპარეზობს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში გამოდის.

ლევანმა პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და იჩინოჯოსთან დამარცხდა. სამწუხაროდ, გორგაძემ სასურველი შედეგი ვერც დღეს დააფიქსირა და შონანოუმისთან წააგო. სუმოტორების დაპირისპირება რამდენიმე წამში დასრულდა, ტოჩის შანსი არ ჰქონია და უვატედაშინაგეს ილეთით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოტორი ჯურიოს მეორე ნომერია, მაგრამ „ჰაცუ ბაშო“ ცუდად დაიწყო და ვითარების გამოსწორება მართებს. ამ მომენტისთვის, უცნობია, ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ვინ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი იუვენტუსის რადარზე | ვალენსია ზაფხულში გაუშვებს?
მამარდაშვილი იუვენტუსის რადარზე | ვალენსია ზაფხულში გაუშვებს?