ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო, ლუკა მარკეჯანი
Aa
Aa

დი კანიო: „კვარას გოლის ჩემს გოლთან შედარება სისულელეა“

ხვიჩა კვარაცხელიამ მიერ „ატალანტასთან“ გატანილი ფანტასტიკური გოლი დი კანიოს იმ გოლს შეადარეს, რომელიც იტალიელმა „ნაპოლის“ მაისურით „მილანს“ შეუგდო (1994 წელი), თუმცა დი კანიო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ხვიჩას გოლი გაცილებით მაგარია, რადგან კვარამ ყველაფერი საოცარ სისწრაფეში გააკეთა.

დი კანიოს გოლი მილანთან

Sky Calcio Club-ში სტუმრობისას „ლაციოს“ ყოფილი მეკარე ლუკა მარკეჯანი დი კანიოს მიმართავს: „დი კანიოს უმალ მივწერე, კვარას გოლმა პაოლოს გოლი გამახსენა“.

დი კანიო: „არა, არა... როცა მე ეს გოლი გავიტანე, პალეოლითი იყო, რაღაცეებს დიდი დრო ეთმობოდა, ასეთ რაღაცებს 2 საათს უთმობდნენ, კვარაცხელიამ კი ყველაფერი საოცარი სისწრაფით გააკეთა. ვინც ამ გოლს ჩემს გოლთან შეადარებს, სისულელეს ამბობს.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ბრწყინვალე იყო. ის მოძრაობდა ბურთით და ბურთს რბილად ეხებოდა. ბურთს არ უყურებდა, მან ყველაფერი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა და ამას საოცარი სისწრაფით ასრულებდა.

ხვიჩა გველის ახალი სახეობაა, ის მხოლოდ არ გშხამავს, არამედ გშხამავს, გკბენს და გჭამს... მრისხანეა“.

სერი ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო, როცა მეტოქის დაცვა „დაშალა“ და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“ - ბერგომიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“ - ბერგომიმ ხვიჩაზე ისაუბრა