მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი იყო“ - იანი მერაბთან წაგების შემდეგ

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ბოლო მეტოქემ, პიოტრ იანმა „მანქანასთან“ გამართული ჩხუბის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. იანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, მერაბთან განცდილ მარცხზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მიანიშნა, რომ 100 პროცენტით მზად არ ყოფილა.

„შაბათს ჩემი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც დავმარცხდი. სამწუხაროა და მომხდარის გააზრება მტკივნეულია, მაგრამ უკან ვერაფერს გადავახვევთ. საერთო ჯამში, მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ. იყო რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი, რომლებსაც ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ გავუმკლავდებოდი.

აშშ-ში ჩავფრინდით, დავისვენეთ და მუშაობა დავიწყეთ. ვიგრძენი, რომ ფიზიოთერაპია აუცილებელი იყო. ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, ფიზიოთერაპიით ვიყავი დაკავებული და მჯეროდა, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, წონის კლების პროცესი დავიწყეთ და ჩხუბზე უარის თქმა არც მიფიქრია, რადგან უკვე ადგილზე ვიყავით. ვფიქრობ, აშკარა იყო, რომ მოძრაობა და დარტყმების განხორციელება არ შემეძლო. სიმტკიცის გამოჩენა მომიწია. მჯერა და ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია. გადატვირთვა და კორექტივების შეტანაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ იანმა დვალიშვილთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და ხუთივე რაუნდი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“ - ბერგომიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“ - ბერგომიმ ხვიჩაზე ისაუბრა