ხვიჩა კვარაცხელია, ჯუზეპე ბერგომი
Aa
Aa

„ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“ - ბერგომიმ ხვიჩაზე ისაუბრა

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio Club-ის მიმდინარეობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც ბერგამოს „ატალანტას“ ფანტასტიკური გოლი გაუტანა.

„კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი ლამაზი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ბოლო წლებში მინახავს. მეც წავიქცეოდი, მისი შეჩერება რომ მეცადა. კვარა შენს დროს იპარავს. ჩვენ ყველანი მის ცრუ მოძრაობებზე მიჯაჭვულნი ვიქნებოდით: ის ძალიან კარგი იყო.

თუ ჩვენ მცველთა დამოკიდებულებაში შეცდომის პოვნა გვინდა, ჩემი ყოფილი მწვრთნელის სიტყვები გავიხსენოთ, რომელმაც მითხრა, რომ მცველმა თავისი ნომერი მეტოქის ფეხბურთელს არ უნდა აჩვენოს, ზურგი არ უნდა შეაქციოს.

კვარაცხელიას ძალიან სწრაფი დრიბლინგი აქვს კაკას მსგავსად? თუ ჩვენ შედარებებს ვაკეთებთ, მე ვიტყვი, რომ ფენომენი რონალდო აკეთებდა ასეთ რაღაცებს“.

სერი ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო, როცა მეტოქის დაცვა „დაშალა“ და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა.

სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიეცით დიეგოს 10-ნომრიანი მაისური“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„მიეცით დიეგოს 10-ნომრიანი მაისური“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე