მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

რატომ არ მიუღია მერაბს 50 000? | მალიხინი ყველაფერს ქართველს აბრალებს

ONE Championship-ის მებრძოლმა, ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილთან დადებულ სანაძლეოზე ისაუბრა. მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ჯერ კიდევ არ მიუღია. მალიხინმა ახსნა, მერაბისთვის ფული რატომ არ გადაურიცხავს და ყველაფერი ქართველ მებრძოლს დააბრალა.

„წაგებულ ფულზე მწერთ და მეკითხებით, მერაბს 50 000 დოლარს რატომ არ ვუგზავნი. ყველაფერი მარტივადაა და მისთვის თანხის გადარიცხვას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. 4-ჯერ ჩავუგდე დოკუმენტი, რომელიც უნდა შეევსო, რათა თანხა გამეგზავნა და ოთხივეჯერ არასწორად შეავსო. თან მეუბნება, რომ ეს საჭირო არაა.

აი, ახლა, მეხუთედ მივედი ბანკში. აქ კონსილიუმი მოაწყვეს და მითხრეს: „ეს ინფორმაციაა საჭირო, რათა ტრანზაქცია განხორციელდეს“. ამის შემდეგ, მერაბს ვწერ და ვეუბნები, რომ თანხის გადარიცხვისთვის ესა და ეს ინფორმაცია მჭირდება და მის გარეშე ფულს ვერ ვუგზავნი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ინფორმაციას უბრალოდ არ მაძლევს, რის გამოც, თანხის გადარიცხვას ვერ ვახერხებ. გადაეცით, რომ ჩამიგდოს, რაც საჭიროა და ფულს გავუგზავნი“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მალიხინის ახლო მეგობარია. „მანქანამ“ ფენომენალურად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახოთ, რას გადაწყვეტს UFC“ - მერაბმა სასურველი მეტოქე დაასახელა
„ვნახოთ, რას გადაწყვეტს UFC“ - მერაბმა სასურველი მეტოქე დაასახელა