დასანანი მარცხი ისრაელთან - 17-წლამდე გოგონები დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგაში პირველი მატჩი გამართა.
სალომე ხუბულურის გუნდი ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:3 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ვოდოლაზოვის ავტოკოლით მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ისრაელმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. 57-ე და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჩვენი მეტოქე 2:1 დაწინაურდა, თუმცა 74-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ წონასწორობა აღადგინა. სამწუხაროდ, 81-ე წუთზე ისრაელმა მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების კარში ორი გოლი გულდენმა გაიტანა, ერთი ბურთიც კი მოსკოვიჩის ანგარიშზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ შოტლანდიასთან 15 მარტს გამართავს.
ფოტო: Nakrebi.ge