ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

„მადრიდის რეალი კვლავ აქტიურად აკვირდება“ - FOOTBALL-ESPANA კვარაზე

ცნობილი ესპანური გამოცემა Football-Espana ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ მადრიდის „რეალი“ ქართველი ფეხბურთელის გარშემო აქტიურ დაკვირვებას აგრძელებს და სეზონის დასრულების შემდეგ მის შეძენას ეცდებიან.

რა წერს FOOTBALL-ESPANA:

ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს იმის დამტკიცებას, თუ რატომ არის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. 22 წლის ფეხბურთელი ევროპული ფეხბურთის დონეზე ჯერ კიდევ პირველ სეზონს ატარებს და უკვე ასეთ სანახაობას გვთავაზობს.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ნეაპოლში გადასვლის შემდეგ მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, შაბათს, საკუთარ გუნდს „ატალანტასთან“ გამარჯვებაში მარადონას სტილში დაეხმარა. მან ფანტასტიკური გოლი გაიტანა, რომლითაც საკუთარი გუნდი დააწინაურა.

კვარაცხელია მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაში იმყოფება. „ატალანტასთან“ მისი გოლი სეზონში მე-13 იყო, იმის მიუხედავად, რომ გათამაშების უმეტესი ნაწილი ფლანგიდან თამაშობს. ამასთან, მას 13 საგოლე გადაცემაც აქვს, რაც საშუალოდ, თამაშში ერთი გოლის წვლილს უდრის.

მადრიდის „რეალმა“ კარგად იცის კვარაცხელიას ხარისხი და კლუბის მესვეურები, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე აგრძელებენ მისდამი აქტიურ დაკვირვებას.

თუმცა, „ნაპოლის“ მისი გაყიდვა არ სურს. კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ამის მიუხედავად, მადრიდის „რეალს“ უპირატესობას ის ფაქტიც ანიჭებს, რომ ფეხბურთელი ამ კლუბის გულშემატკივარია, მისი კერპი კი გუტია.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომლითაც თავის გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს. საპასუხო მატჩი 14 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური პრესა: კვარა მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს
ესპანური პრესა: კვარა მესის საუკეთესო ვერსიას გვახსენებს